თევზი ქინძმარში

თევზი ქინძმარში

26.06.2014

500 გ თევზი

1 თავი ხახვი

 1 ბაჰარი

2-3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი

 2-3 მარცვალი შავი პილპილი

 2 ფოთოლი დაფნა

1 ს.კ.  მარილი

70მლ  ძმარი

2  კბილი ნიორი  

1 კონა ქინძი

 წითელი წიწაკა გემოვნებით 
თევზი დავჭრათ ულუფებად და ჩავუშვათ ქვაბში, რომელშიც ადუღებული ბულიონი ასხია და ვხარშოთ 5-10 წუთი. ბულიონი შემდეგნაირად მზადდება: 1.5 ლ წყალში  დავამატოთ  მთლიანი ხახვი, პილპილი, დაფნა და წამოვადუღოთ, ბოლოს მარილი.
მოხარშული თევზი ფრთხილად  ამოვიღოთ და გადავიტანოთ ჭურჭელში, რომელშიც მარინადს ჩავასხამთ. მოვაყაროთ ქინძი და ნიორი.
ცხელი ბულიონის ნახევარი გავწუროთ, შევურიოთ ძმარი და წითელი წიწაკა. დავასხათ თევზს. ვაცალოთ გაციება და შევდოთ მაცივარში  მთელი ღამით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge