დღეს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!
ყოველ წელს უკანონო ნარკოტიკები ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნიან. ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისთვის, მსგავს ნარკოტიკებს უდიდესი გაჭირვება და ტანჯვა მოაქვთ. დღეს, გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის სამმართველო მოუწოდებს ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომ საკუთარი ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენონ და უარი თქვან ნარკოტიკებზე.
P.S. ნარკოტიკების ზოდიაქოს ნიშნებთან შესაბამისობა ნარკომომხმარებლებისგან გამომდინარეობს. ასტოლოგებმა დასვეს კითხვა: ,,რომელი ნარკოტიკი იქნებოდით თქვენ” და მასზე თავად გასცეს პასუხი:
ვერძი რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის Crystal Meth-ი იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ Crystal Meth-ი ადამიანს ენერგიას ჰმატებს და მას უფრო მობილიზებულს ხდის. აღზნებულობის გამო კი მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი აღწევს ყველა მიზანს, რომელსაც დაისახავს. სწორედ ასეთები არიან ვერძებიც.
კურო რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის ექსტაზი იქნებოდა. კურო ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. მას სულიერ მდგომარეობაზე მეტად, ფიზიკური აინტერესებს. სწორედ ამიტომ, ის მაქსიმალურ ფიზიკურ სიამოვნებას იღებს. მსგავსი დანიშნულება აქვს ექსტაზსაც. ის ხომ მოხმარებისას ადამიანს ყოველგვარ რეალურს სწყვეტს.
ტყუპები რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის სალვია იქნებოდა. მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი უყურადღებო, ქარაფშუტა და ცვალებადი ხდება, ნაკლებად ადარდებს, რას იტყვიან სხვები და იქცევა ისე, როგორც თავად სურს. ასეთივე ხასიათი აქვს ტყუპსაც.
კირჩხიბი რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის LSD იქნებოდა. კირჩხიბიც ისეთივე სენსიტიურია, როგორც ლსდ-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი. გრძნობების კალეიდოსკოპში ჩაფლული ნარკომომხმარებელი მკვეთრი ემოციით გამოირჩევა.
ლომი რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის კოკაინი იქნებოდა. როგორც კოკაინი ხდის ადამიანს ძლიერსა და თავდაჯერებულს, ასეთივე ბუნების არის ლომიც. ის, შესაძლოა, ერთ ხანს სიცოცხლის უნარიანი იყოს, თუმცა შემდეგ განმარტოება მოუნდეს. ძნელია, ლომს პოზიცია შეაცვლევინო. ასე ხდება კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებშიც.
ქალწული რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის ადერალი იქნებოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადერალი ადამიანს კონცენტრაციაში ეხმარება. ქალწულსაც გააჩნია უნარი, იყოს ფოკუსირებული და სწორად მართოს საკუთარი ენერგია.
სასწორი რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის კანაბი იქნებოდა. მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს ბალანსის შენარჩუნება უჭირს, თუმცა კომუნიკაბელური, მხიარული და ლაღია. დააკვირდით სასწორსაც: მას ხომ გონება არეული აქვს და არასოდეს იცის რა უნდა, თუმცა საოცრად ხალისიანია.
მორიელი რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის ჰეროინი იქნებოდა. ჰეროინი ადამიანს აგიჟებს და მას სექსუალურად აღზნებულს, გამომწვევს ხდის. მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, გაბრუებით ,,კაიფობს.” მას მორიელს იმიტომ ამსგავსებენ, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ვნებიანია.
მშვილდოსანი რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის ფისიფი იქნებოდა. მშვილდოსანი ,, კაი ტიპია,” არის ვნებიანიც, ღირსეულიც და ხალისიანიც. სწორედ ასეთი ხდება ადამიანი ფისიფის მოხმარებისასაც: ოპტიმისტი, უშიშარი და სექსუალური.
თხის რქა რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის რიტალინი იქნებოდა. რიტალინი ადამიანზე ორგვარად მოქმედებს: ის ან უფრო ფოკუსირებულს ხდის მას, ან პირიქით – დაბნეულს. ასეთივე ამოუცნობია თხის რქაც. მასში ორი ,,მე” ცხოვრობს და სიტუაციაზეა დამოკიდებული, რომელი გამოიჩენს თავს.
მერწყული რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის ჰალუცინოგენური სოკო იქნებოდა. მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი სამყაროზე ფიქრობს, აქვს იდეები, რომლებიც, როგორც წესი, გამოფხიზლების დროს ავიწყდება. ცხოვრებაზე ფიქრით გამოირჩევა მერწყულიც, თუმცა ის გეგმას სწრაფად და დროულად ახორციელებს.
თევზები რომ ნარკოტიკი ყოფილიყო, ის ვალიუმი იქნებოდა. ვალიუმს რელაქსაციის უნარი აქვს, სწორედ ამიტომ მიაკუთვნებენ მას თევზებსაც. ზოდიაქოს ეს ნიშანი ხომ მუდამ ლაღად ,,დაცურავს” და ცხოვრებით ტკბება.
by droni.ge