კარგი შვილი

კარგი შვილი

28.06.2014

„საერთოდ საიდან უნდა დავიწყო, ან როგორ მოვრჩე ამ ყველაფრის ახსნას, ნამდვილად არ ვიცი. იმის ახსნას არც ვცდილობ, როგორ მიყვარხარ, მაინც სულ დამაკლდება სიტყვები, რომ ზუსტად გადმოვცე ყველაფერი. იმის გარდა, რომ სიცოცხლე მაჩუქე, რისთვისაც მადლობა მგონი არც გადამიხდია  არასდროს და ეხლა გიხდი, თითოეული ბედნიერება და სიხარული რაც ჩემ ცხოვრებაშია - შენ გიკავშირდება და შენი დამსახურებაა. მე მჯერა, რომ განსაკუთრებული ხარ, სინათლე ხარ და ბედნიერებას და სიკეთეს ასხივებ, ამიტომაა შენგან შორს რომ ვერავინ მიდის. ჩემი მაგალითი ხარ და ჩემთვის მთავარი მისაბაძი ადამიანი, თუმცა, ამ დროს, იმ რეალობასაც ვაცნობიერებ, რომ მე შენამდე ალბათ ვერასოდეს ვერ მოვალ. გილოცავ დე, დაბადების დღეს  და იმ ყველაფერს გისურვებ, რასაც შენ ნამდვილად იმსახურებ შენი თვისებების და საქციელის გამო. ყველაფერს საუკეთესოს, ბევრ ბედნიერებას და სიხარულს გისურვებ. ასევე, ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს, იმიტომ რომ  შენს გარეშე ერთი წამიც ვერ გავძლებ.“

 ასე მიულოცა უფროსმა შვილმა  ნანუკა ჟორჟოლიანს დაბადების დღე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge