მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე წამი გრძელდებოდა, თბილისში 21:26 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კმ-ში, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც სეისმოლოგები ამბობენ თბილისში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
P.S.ყარაღაჯი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელია და იქ 2002 წელს 148 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად სოფელში 65 - 85 წლამდე ასაკის 70-მდე ადამიანია დარჩენილი. ეს სოფელი უკიდეურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმიტომ არის, რომ არ არის სასმელი წყალი. ბუნებრივ აირზე, სკოლაზე, საბავშვო ბაღზე და სამედიცინო დაწესებულებაზე კი ზედმეტია ლაპარაკი. სწორედ ამიტომ დატოვეს ახალგაზრდებმა აქაურობა. სახლები უპატრონობით დანგრეულია. ხალხისგან დაცლილ სოფელს თაგვები შემოესივნენ. ღამე მძინარე მოხუცები დამშეულმა თაგვებმა რომ არ შეჭამონ საწოლებთან სათაგურებს იდგამენ. მოქალაქეთა ასეთმა ყოფამ მიწაც კი შეძრა...