ქვაბი 1ჭიქა წყლით დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 3 ს. კ. გამდნარი კარაქი, 1 ს. კ. ზეთი, ცოტა მარილი, 1 ს.კ. შაქარი და ვურიოთ. შემდედ ჩავაყაროთ 1 ჭიქა ფქვილი. მიღებული სქელი ცომის მასა გადმოვიღოთ ჯამზე, დავასხათ ვანილის ექსტრაქტი და ერთი კვერცხიც შევაზილოთ. ცალკე ქვაბში ჩავასხათ ნახევარი ლიტრი ზეთი და ვადუღოთ. კრემის ტომარაში ჩადებული ცომი 15სმ-იან მონაკვეთებად ჩავუშვათ მდუღარე ზეთში და შეწითლებამდე გავაჩეროთ. ზეთიდან ამოღებისთანავე ამოვავლოთ შაქარში. ამ ყველაფრის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.