ძველი სენის განმეორება

ძველი სენის განმეორება

02.07.2014

რომან გოცირიძე: დამთავრდა ნახევარი საბიუჯეტო წელიწადი. კვლავ მეორდება ძველი სენი: წლიური საბიუჯეტო ხარჯების მხოლოდ 44 პროცენტი იქნა გაწეული (3,924 მლნ.ლარი). დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 5,156 მლნ.ლარი, ანუ 1,23 მილიარდით მეტი. გამოდის, ისევ დეკემბერში მიაყრიან? ცუდია!
ბიუჯეტის მეორე დიდი ნაკლი არის არაადეკვატურად ხელგაშლილობა ზოგიერთი მიმართულებით, რომლის გამოც ვერ ხერხდება უფრო მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსება.
რომ შევაჯამოთ, ჩვენს ბიუჯეტს იგივე სენი სჭირს რაც ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელის" გმირს ( მგონი პანურჟი ერქვა): მან ფულის შოვნის ათი ხერხი იცოდა, დახარჯვის კი ოცი, ამიტომ არასდროს ჰქონდა ფული.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge