გიგის დაკავების თაობაზე

გიგის დაკავების თაობაზე

03.07.2014

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელიში ეხმაურება."ვინც გიგის დაჭერის გადაწყვეტილება მიიღო არის ნაციონალი! თქვენ თუ იმას ვერ ხვდებოდით, რომ მხოლოდ ეგ უნდოდა და ყველაფერს აკეთებდა მაგისთვის ხართ ცულელები ეს ის ამბავია რაც გიგის პოლიტიკურად გააძლიერებს ერთადერთი კითხვა დამრჩა, ვინ არის „ქართულ ოცნებაში“ ასე გიგისკენ, რომ მისგან უპირობო ლიდერი შექმნა ეხლა კი გეცინებათ რასაც ვამბობ უპირობო ლიდერთან დაკავშირებით და ცოტა ხანში გამიხსენეთ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი დღეს დილით, გამთენიისას თბილისის საერთაშრისო აეროპორტში დააკავეს.

P.S. აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს.. 

P.P.S.  რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. ფრიდრიხ ნიცშე

 

"პრომიშლენნი ინვესტორები" -ამ ფრაზას დააკვირდით...


გიგი უგულავას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ის მტკიცებულებები გაასაჯაროვეს, რომელიც მათი თქმით ბრალდების მხარემ გადასცა. საუბარია ბიზნესმენის გიორგი კაპანაძის იგივე „რიჟას“ დაკთხვის ოქმზე, რომელიც დაცვის მხარის თქმით ერთ გვერდიანია. ადვოკატების განცხადებით ოქმში წერია, რომ ლონდონში უცნობმა პირმა „რიჟას“ გადასცა წერილი სადაც ეწერა-„რიჟიკ“ აზრზე მოდი, სანამ დროა, მერე გვიან იქნება.

გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“ დაიკითხა სადაც ისაუბრა თითქოსდა მუქარაზე. საქმე არის სულ ერთ გვერდიანი , სადაც საუბრობს, რომ გიგი უგულავა დამემუქრაო. თავის ჩვენებაში წერს, რომ ლონდონში, რომელიღაც ქართულ რესტორანში იკვებებოდა, გამოსვლის შემდეგ შავებში ჩაცმული შავგვრემანი მამაკაცი მიუახლოვდა და გადასცა წერილი, სადაც მითითებულია- „რიჟიკ, რას ლაპარაკობ და ვის ებრძვი აზრზე მოდი სანამ დროა თორემ მერე გვიან იქნება“ და აი, ამ მტიკებულებით უნდა ბრალდების მხარეს რომ გიგი უგულავა დაიჭიროს“,-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბასილაიამ.

FM 106,4



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge