" კრიმინალთან ბრძოლა ვერც ერთ ქვეყანაში განხორციელდება მხოლოდ კარგი პოლიციით. კრიმინალს ერევა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფერო. დანაშაულობებისადმი ლოიალური დამოკიდებულების ნიშნები ჩანს და არ შეიძლება ამაზე წაყრუება.
ბაყაყს თუ ცივ წყალში ჩააგდებ და მერე დაიწყებ თანდათანობით გაცხელებას, ისე ჩაიხარშება, ვერც კი გაიგებს. ცხელ წყალში რომ ჩააგდო, მყისვე ამოხტება. თანდათანობითი ცვლილებები და რაღაცის მიმართ შეგუება მეტად სახიფათოა. ერთ მშვენიერ დღეს გამოვიღვიძებთ და ვერც კი მივხვდებით, თუ როდის ამოვყავით თავი სხვა სამყაროში...“
სარკე
P.S. ინგლისელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დევიდ იუნი არის ავტორი წიგნისა „ტრაქტატი ადამიანური ბუნებისა“, რომელიც შესულია იმ 100 ყველაზე გავლენიან წიგნთა სიაში, რაც კი ოდესმე დაწერილა.