სოციალისტურ-კომუნისტური დამოკიდებულება ჯიპების მიმართ

სოციალისტურ-კომუნისტური დამოკიდებულება ჯიპების მიმართ

03.07.2014

"ახალგაზრდა მწვანეებმა" Facebook-ზე   კამპანიის სახელწოდებით "დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუ",   წარმოება დაიწყეს. ამ აგრესიული კამპანიის წამოწყების მოტივებად  ისინი
 მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ანტიპათიის არ ასახელებენ. გარდა იმისა, რომ  ჯიპების მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯამრთელობას აზიანებს ახალგაზრდები  სოციალურ უსამართლობასაც ხედავენ.
ქართულ რეალობაში ისინი ჯიპებზე, როგორც კლასობრივი ჩაგვრის მახასიათებელზე საუბრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჯიპი დიდ საჯარო სივრცეს თვისებს, მისი მაღალი ფასი მფლობელების მაღალ სოციალურ კლასთან მიკუთვნებულობას უსვამს ხაზს, რაც მათი აზრით  კლასობრივ უთანასწორობას  ააშკარავებს და საზოგადოებას ჰყოფს "ჯიპიანებად" და დანარჩენებად. 

ახალგაზრდა მწვანეებს გვსურს, ჩვენი კამპანიის - "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" საშუალებით ხაზი გავუსვათ ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას. დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი", - წერენ ახალგაზრდა მწვანეები ოფიციალურ გვერდზე.

P.S. რაღაც სოციალისტურ-კომუნისტური და ჩრდილოკორეული იგრძნობა ამ განწყობაში...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge