ფრანსუა ოლანდი: "ნიკოლა სარკოზი უდანაშაულოა, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს ფრანგული იუსტიცია და ასე უნდე შევხედოთ ყველამ ამას".

ფრანსუა ოლანდი: "ნიკოლა სარკოზი უდანაშაულოა, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს ფრანგული იუსტიცია და ასე უნდე შევხედოთ ყველამ ამას".

04.07.2014

ალექსანდრე კახა ლომაია: საქმე ის არ არის, გიგი უგულავას მიმართ წაყენებულ ბრალში რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამის გაგებას, როგორც ჩანს, რამდენიმე წელი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაჭირდება. მანამდე კი ის უდანაშაულოა, ზუსტად იმიტომ, რატომაც არის უდანაშაულო ყველა მოქალაქე იქ, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფციას აღიარებენ.

საქმეა ის არის, რომ ეს მოხდა 12 საათის (!) შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ უგულავას მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. ძალიან ძნელია არ იფიქრო, რომ ის, ვინც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, არ მოქმედებდა პრინციპით "ამ ქვეყანაში სამართალი მე ვარ". სწორედ ამ და ამგვარი გადაწყვეტილებების გამო, წინასაარჩევნო ტყუილებთან ერთად, "ქართული ოცნების" რეპუტაცია იმდენად შეილახა სულ უფრო მეტი ადამიანის თვალში, თეთრზე თეთრიაო რომ თქვან, ამასაც აღარავინ დაუჯერებს. უნდობლობის ეს უფსკრული, არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს სახელმწიფოს მდგრადობის პრობლემა ხდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge