მამით დაწყებული ქმრით დაასრულეს...

მამით დაწყებული ქმრით დაასრულეს...

05.07.2014

ლელა კილაძე: "მამაჩემით დაიწყეს იმიტომ რომ გიგის სიმამრია, სიძით გააგრძელეს, იმიტომ რომ გიგის მეგობარია, ქმრით დაასრულეს - იმიტომ რომ გიგია. 

არავისთვის მოულოდნელი არ იყო რომ გიგის დაიჭერდნენ. ის ამისთვის მზად იყო. არაერთხელ უთქვამს რომ გზა, რომელიც მან აირჩია რთულია და ამ გზაზე ისე უნდა გაევლო რომ კითხვაზე პასუხი გაეცა! ამ ქვეყნიდან რომ გაქცევა რომ არ უნდოდა, ბოლო ორმა წელმა დაადასტურა! ამის შანსი ბევრჯერ ქონდა. გიგი ყველაფერს რეალურად უყურებს! საკუთარ შეცდომებსაც !მზად ვართ ამ სირთულეებისთვის ჩვენც - მისი ოჯახი და მეგობრები. 

მირეკავენ ადამიანები, რომლებსაც მისი გაკეთებული სიკეთე ახსოვთ და მადლობა თქვენ ყველას გამხნევებისთვის! გვერდში დგომისთვის...“

გიგი უგულავა: ჩვენი თვითმიზანი არ არის ბიბლიოთეკაში შესვლა. სამწუხაროა, პოლიციის უნიათობით ვერ შევდივართ. ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს პოლიტმატიმრების ციხიდან გამოშვება იმიტომ უნდოდა, რომ ზონდერჯგუფები შეექმნა. ექნება თუ არა პრეზიდენტს გამოსვლა აქ, ეს მე არ ვიცი, მისი გადასაწყვეტია. როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს, ოპოზიციას მიტინგების ენით ესაუბრება, ამთავრებს ცუდად. დღეს იყო ლუსტრაცია ამ ხელისუფლების. 2013 წელი, თებერვალი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge