გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფერდებას ეზოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კოტე გაბაშვილი და ლევან ბეჟაშვილი, ასევე "თავისუფალი ზონის" რამდენიმე აქტივისტი.
"თავისუფალი ზონის" წევრი ლაშა რუხაია ღუდუშაურის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. რუხაიას თავისა და სახის არეში აქვს დაზიანებები. ის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდა. კიდევ რამდენიმე დაშავებული ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
P.S. სასტიკად ნაცემი ლაშა რუხაია საავადმყოფოდან გაიტაცეს. დაკავებულები არიან აგრეთვე ირაკლი ჩხვირკია, ლაშა ჭიღლაძე. ალექსი ბედოიძე, რომელსაც აქვს დიაბეტი და იღებდა ამ კადრებს.
ლაშა რუხაიას ადვოკატს ღუდუშაურის საავადმყოფოში არ მისცეს ფორმა 100, ანუ დაზიანების შესახებ ინფორმაცია.