ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს - უი, პარლამენტარი ყოფილაო...

ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს - უი, პარლამენტარი ყოფილაო...

05.07.2014

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი: „ხელისუფლებამ ჩაიდინა ძალიან სამარცხვინო მოქმედება. გარდა იმისა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებით, სასამართლოს ეზოში  ცაკლეული პატრულის და შს სამინისტროს წარმომადგენელი იქცეოდნენ ძალიან აგრესიულად ჩვენი აქტივისტების მიმართ. მოწოდებას ვახორციელებდი პატრულთან, რომ დაეცვათ კანონი, რის შემდეგაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები დამესხნენ თავს, ძალით ჩამსვეს ავტომანქანაში, მათ თავიდანვე ვუთხარი, რომ ვიყავი პარლამენტარი და არ ჰქონდათ ჩემი დაკავების უფლება, გარდა ამისა, მათთვის ეს უცხო არ იყო და მიზანმიმართულად მოქმედებდნენ. ეს სპექტაკლი დაიდგა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. საბოლოოდ, როცა დადგინდა, რომ მათ არ ჰქონდთ ამ მოქმედებების განხორციელების საშუალება, შენობა დავტოვე“



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge