ირმა ნადირაშვილი: "ასეთი ფორმით პოლიტიკური ოპონენტის განადგურება ვერ მოხდება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე! ნარმანიას გასამარჯვებლად ქალაქის ორი ყოფილი მერის დაპატიმრება, მე მგონი, ნამდვილად არ იქნება კარგი შედეგი ამ ხელისუფლებისთვის."
P.S. გუშინ, გიგი უგულავას, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა დაპირისპირება და რამდენიმე პირთან ერთად კოტე გაბაშვილიც დააკავეს.