"მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება იმ ფაქტზე რაც მოხდა დილით 5 ივლისს, შსს ადმინისტრაციულ შენობასთან.
ჩემი შსს-ს შენობაში შესვლისმცდელობას, მიუხედავად ჩემი კანონიერი მოთხოვნისა, წინ აღუდგნენ ჯარისკაცები, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ პირადად მინისტრის მიერ მათ მიღებული აქვთ ბრძანება არავინ, პარლამენტის წევრების ჩათვლით, შსს შენობაში არ შეუშვან.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე. გამოიძიოს, ვინ გასცა უკანონო ბრძანება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები", -თქვა ბარამიძემ.