თბილისის საქალაქო სასამართლომ კოტე გაბაშვილი და დავით გოგოხია წვრილმანი ხულიგნობის გამო 100-100 ლარით დააჯარიმა. ეს გახლავთ 166-ე მუხლის შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა. რაც შეეხება 175-ე მუხლს, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, გაბაშვილი-გოგოხიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე შეწყდა. ე.ი. გაბაშვილი და გოგოხია ხულიგნები კი ყოფილან, მაგრამ პოლიცია მაინც ჰყვარებიათ!