"საიდუმლოს გაგიმხელთ, 2012 წელს პროკურატურაში იყო რამდენიმე ათეული მილიონის ფულის გათეთრებაზე საქმე ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე. ღარიბაშვილზე იყო საქმე საკრედიტო ბარათებზე. საკრედიტო ბარათებით გამოჰქონდათ ფული ყველა კანონდარღვევით .100%-იანი დასაჭერი საქმე იყო ორივეზე. განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, რადგან ის პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითი არ დაგვეკარებინა არც ერთისთვის და არ დაგვეწყო საჯაროდ თუ სამართლებრივად ამ საქმის გაგრძელება.
მაშინ ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს 80 მილიონით, მაგრამ ის მხოლოდ ფულით დააჯარიმეს და არავინ ციხეში არ წასულა და არც საქმე არ აღძრულა არავის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ მეთოდით არ გვებრძოლა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, თუმცა ამ პოლიტიკურ ოპონენტებს ჰქონდათ წარმოუდგენელი რაოდენობის ფული", - თქვა სააკაშვილმა, იუწყება „ტაბულა“.