დაიჭირეს რაზე? მარნეულის საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე!

დაიჭირეს რაზე? მარნეულის საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე!

06.07.2014

"მე იურისტი ვარ და ეს არის ანი და ბანი იურიდიული მეცნიერების, რომ ორი დღით ადრე, თუ ამ ბოლო 48 საათში არაფერი არ შეიცვალა, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე, იმავე დონის სასამართლო ვერ გააუქმებს. ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა. მაგრამ ეს ცალკე თემაა. დაიჭირეს რაზე? მარნეულის საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე. მარნეულში საარჩევნო კომისიაში რომ ყალბდებოდა არჩევნები, ეს არის გადაღებული ვიდეოზე. არჩევნები გაყალბდა. ეს გამყალბებლები არა მხოლოდ არავის დაუჭერია, არც არავის დაუკითხავს. ის, რომ ამაზე მოახდინა რეაგირება უგულავამ, სასამართლომ გამოიტანა დაპატიმრების განაჩენი", - თქვა სააკაშვილმა, იუწყება „ტაბულა“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge