რომან გოცირიძე: ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი მარსელო ვერ მიიღებს მონაწილეობას ნახევარფინალურ თამაშში გერმანიასთან. მიზეზი ბაბუის გარდაცვალება ყოფილა. მწვრთნელმა ნება დართო გააცდინოს ვარჯიში ( როგორც ჩანს, იქვე, ბრაზილიაში მიცვალებულისადმი პატივის მისაგებად გამგზავრების გამო, რასაც, საერთო რიტმიდან ერთდღიანი ამოვარდნა მოჰყვებოდა).
ტრადიციული, ადამიანური ღირებულებების დაცვა ბევრს მხოლოდ ქართველებში შემორჩენილი თვისებები ჰგონია, დასავლეთი კი - გარყვნილების ბუდე ( ბრაზილია ხომ საერთოდ, თავისი კარნავალებით...).
არ არის სწორი საკუთარ "უპირატესობებზე" მუდმივი ხაზგასმა ( ისე, ბებია-ბაბუის ქელეხი ან მხოლოდ რუსული კულტურისათვის დამახასიათებელი სიდედრის ღანძღვა - ქართული ანეკდოტების თემაა დღემდე).
დაივიწყო ცუდი და შეინარჩუნო კარგი, ეს არის ქართული ტრადიციონალიზმის მარტივი ამოცანა.
აი, იცოდე, რა არის კარგი და რა არის ცუდი - ეს არის ქართული ტრადიციონალიზმის ურთულესი ამოცანა.