ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის კუთვნილი ავტომობილი დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზესტაფონის ნაციონალური მოძრაობის წევრები ავრცელებენ, დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
Be News
P.S. ზესტაფონში 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, იგივე "სარაპანისი" დაბა შორაპანში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის
-
თამარ მეფის ხიდი ჭალატყეში
-
შიმშილაქედის ციხე სოფელ შიმშილაქედში
-
XVIII საუკუნის ტაძარი ზოვრეთში
-
საზანოს ციხე, "კვინწიხის გორა" და რამდენიმე ეკლესია ქვედა საზანოში.
ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:
საერო ხასიათის -
-
ნაპურადევის ციხე სოფელ მეორე სვირში
-
მწყერის ციხე სოფელ ალავერდთან
-
"ციხიათას გორა" სოფელ როდინაულის ტერიტორიაზე
-
თვრინის ციხე
-
ციხის ნანგრევები შროშაში
-
"დამწვარი ციხე" დილიკაურში
-
V საუკუნის ციხე დილიკაურში
-
სამეთვალყურეო კოშკისა და ციხის ნანგრევები გაღმა ბოსლევში
ტაბაკინის მონასტერი
სასულიერო ხასიათის -
-
ტაბაკინის მონასტერი
-
ილემის ეკლესია
-
წევის ეკლესია
-
ზედა საქარის ეკლესია
მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი,სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა.
P.P.S. სხვაგან ვერსად წავიდოდნენ, სადმე აქ (ზემოთჩამოთვლილში) იქნებიან...
გიხაროდენ!
ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე მდებარე რესტორან „ჭიშურასთან“ სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის გატაცებული მანქანა დაზიანებულ მდგომარეობაში იპოვეს. აქვე მოხდა ავტომანქანის გატაცებაში ბრალდებული პირების დაკავებაც. ინფორმაციას ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დიწყო სისხლის სამართლის 178-ე, ძარცვის მუხლით.
P.S. დაასაქმეთ ხალხი, თორემ ოჯახებშიც შემოგივარდებიან... (დედაჩემთან, ამ გაზაფხულს, უკვე 2-ჯერ იყვნენ...)