ანტიქართული გეგმების შესასრულებლად ოპოზიციის გაჩუმება და მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია

ანტიქართული გეგმების შესასრულებლად ოპოზიციის გაჩუმება და მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია

06.07.2014

,,მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებული დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის პირობებში გამოკვეთილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიმდინარე დევნას არავითარი კავშირი არა აქვს სამართალთან. მით უფრო, ეს სრულიად აშკარაა კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც უგულავა ხელისუფლებაში მოყვანილი რუსი ოლიგარქის -ბიძინა ივანიშვილის მიერ თავიდანვე დაჟინებული პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა. ნებისმიერი სახელმწიფოზე მზრუნველი ხელისუფლება ქვეყნის აღმშენებლობით უნდა იყოს დაკავებული და განსაკუთრებით ოკუპანტისგან მომდინარე საფრთხის წინაშე უნდა ეყრდნობოდეს ეროვნული ერთიანობის იდეას; საქართველოს ხელისუფლება კი მუდმივად სთესავს პათოლოგიურ სიძულვილს ოპონენტების მიმართ და აწარმოებს მათ დევნას კანონების, თვით სასამართლოს გადაწყვეტილებების და საარჩევნოდ თავიანთ მიერვე გამოცხადებული მოროტორიუმის სრული უგულებელყოფით!  არჩევნების პროცესში,  მეორე ტურის წინ აკავებენ ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს! რომელ დემოკრატიასთან,  თუნდაც გარეგნულად მიახლოებულ არჩევნებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი!

ასეთი მოვლენები მიმართულია საქართველოს ნორმალური განვითარების წინააღმდეგ და ნებისმიერი მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანების ვალია, მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობისადმი”  პოლიტიკური სიმპათიებისა  თუ ანტიპათიისა,  შეაჩეროს მსგავსი პროცესები.

ისიც გასათვალისწინებელია,  რომ  ხელისუფლება, მართალია  წინ  ვერ  აღუდგა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უკვე წლების მანძილზე მომზადებულ პროცესს, საქმით ყოველნაირად შეეცდება პუტინის ანტიქართული გეგმების შესრულებას და ამ მხრივ ოპოზიციის გაჩუმება და მოშორება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოვითხოვთ უგულავას განთავისუფლებას და ოპოზიციის დევნის შეწყვეტას!“

თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge