ვანილიანი ფუნთუშები

ვანილიანი ფუნთუშები

07.07.2014

თბილ 250 გ რძეს დაამატეთ  10 გ საფუარი, 2 ს.კ შაქარი, ამდენივე ფქვილი და დადგით 15 წუთით საფუარის გასააქტიურებლად. ამ მასას დაამატეთ 100 გ შაქარი, 4 კვერცხის გული, 100გ დარბილებული კარაქი, ვანილი. კარგად აურიეთ და დაამატეთ 600გ ფქვილი.  ცომი კონსისტენციით  რბილი უნდა იყოს.
როცა კარგად ამოფუვდება, გააკეთეთ პატარა ბურთები, ჩაალაგეთ ფორმაში, ფუნჯით გადაუსვით კვერცხის გული, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით დაალაგეთ და როცა ხელახლა აფუვდება გამოაცხვეთ.

P.S. შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge