აშშ-ში მოღვაწე ქართველი პროფესორი არჩევნების მეორე ტურზე

აშშ-ში მოღვაწე ქართველი პროფესორი არჩევნების მეორე ტურზე

07.07.2014

დოდონა კიზირია: ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობის საკმაოდ დაბალმა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თუ არ ვცდები, 12 საარჩევნო რაიონში, თბილისის ჩათვლით, სულ მალე, 12 ივლისს, მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მე ვფიქრობ, რომ მთავრობას სურს ენერგია შემატოს და გააქტიუროს ყველაზე გაბოროტებული ბრბო, რომელსაც ლინჩის წესით გასამართლება სწყურია. ეს ხალხი უკმაყოფილო დარჩა მთავრობის მეტისმეტი „დემოკრატიულობით“ და ან სულ არ წავიდა არჩევნებზე, ან ისეთ ფსიქოპატს მისცა ხმა, როგორიც ირმა ინაშვილია. მეოცნებეებს უნდათ ეს ხალხი მოიზიდონ და მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი რეიტინგი. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ 12 ივლისამდე კიდევ დააპატიმრონ ნაციონალური მოძრაობის ერთ ან ორ ლიდერს. ამით ორი კურდღლის დაჭერა უნდათ; ერთი, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ნაციონალების საარჩევნო კამპანიას და მათი დეზორგანიზაცია გამოიწვიონ. მეორე ისა, რომ ამით ნაციონალების მიერ მიღებული ხმების პროცენტი მათთან შეფარდებით მეტად დაბალი გამოჩნდეს, რათა გაამრთლონ მათი განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაციონალები „რადარიდან გაქრნენ“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge