"წითელი დირექტორების" გააქტიურება

"წითელი დირექტორების" გააქტიურება

07.07.2014

რომან გოცირიძე: ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძველი დროის კორუმპირებული მაღალ თუ დაბალჩინოსნები. თითქოს წინა ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაულობები მათ უფლებას აძლევდნენ თავიანთი კორუმპირებული და დანაშაულებრივი წარსულის ჩამოსარეცხად. ამ ადამიანების „დამსახურება“არის ის, რომ ქვეყნის მრავალმილიარდიან ქონებას ე.წ. „წითელი დირექტორები“ და ერთი მუჭა სახელისუფლო „გარემოცვა“დაეპატრონა, 7 ლარიან პენსიაზე ამყოფებდნენ ხალხს წლების განმავლობაში, რომლებიც სიღატაკიდან დღემდე ვერ გამოსულან. გაჭირვებისას გარბოდნენ მოსკოვში და ამით განამტკიცებდნენ არესბულ ეჭვს მათი აგენტურულ წარსულის შესახებ და მზად იყვნენ ემსახურათ ოკუპანტისათვის პრივილეგიებისა და ქონების შოვნის სანაცვლოდ. ესენი წურბელებივით ასხდნენ ქვეყანას და ახლაც უნდათ ძველი პოზიციების დაბრუნება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანი, თავისი მანკიერი წარსული გამოცდილებით, კვლავ ადვილად პოულობს ადგილს ხელისუფლების იერარქიაში ( ძირითადად, ნაკლებად თვალშისაცემ საშუალო რგოლში). 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge