ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა

07.07.2014

 ედუარდ შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.

სკკპ წევრი 1948 წლიდან. 1946 წლის ივლის-ოქტომბერში მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად. IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1981). სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1978), წევრი 1985 წლის ივლისიდან. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად.]

 

1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან,ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.

 

 სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

გამოვხატავ ღრმა მწუხარებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს შევარდნაძემ ცივი ომის დასრულებაში პრეზიდენტ გორბაჩოვთან, პრეზიდენტ რეიგანთან და მდივან შულცთან ერთად დიდი როლი ითამაშა. შეიარაღებაზე კონტროლის მოლაპარაკებებისვის ახალი სიცოცხლის მიცემით მან ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეამცირა. იგი მკაცრი კურსის მომხრეებს დაუპირისპირდა და წინ აღუდგა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალის გამოყენების მცდელობას, როდესაც ამ ქვეყნებმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები წამოიწყეს. იგი რეფორმებს საბჭოთა კავშირშიც უჭერდა მხარს.

ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მეორე პრეზიდენტი შევარდნაძე 90-იან წლებში ცდილობდა მყიფე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე დაყენებას.

იმ დროს, როდესაც საქართველო მისი ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწის ცხოვრებას იხსენებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართელოს ყველა მოქალაქეს ერთიანი, დემოკრატიული საქართველოს ერთგული დარჩეს.

P.S.

საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება მიღებულია ოჯახის წევრებთან შეთანხმებით.

გამოსვენება 13 ივლისს 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ცხედარს სამების ტაძარში პარასკევს გადაასვენებენ.  პარასკევს და შაბათს სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს დუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს

 

P.P.S. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო აშშ-ში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო აშშ-ში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება ხუთშაბათს, 10 ივლისს 10:30 საათიდან 15:30 საათამდე და პარასკევს, 11 ივლისს, იმავე დროს. მისამართი: 2209 Massachusetts Ave, NW, Washington, DC.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის როლი „ცივი ომის" ეპოქის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებაში. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებაში და დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ში საქართველოს სალეჩო თანაუგრძნობს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო.

Book of condolences will be opened in the Embassy of Georgia to the U.S. following the death of the former President of Georgia, Mr. Eduard Shevardnadze.

Following the death of the former President of Georgia, Mr. Eduard Shevardnadze a book of condolence will be opened in the Embassy of Georgia to the United States. The book will be opened on Thursday, July 10, from 10:30 am to 3:30 pm and on Friday, July 11, the same time at Embassy premises, address: 2209 Massachusetts avenue, NW, Washington, DC.

The Georgian Foreign Ministry and the Georgian diplomatic corps as a whole wish to express their sorrow over the death of President Shevardnadze. Mr Shevardnadze's role in bringing an end to the Cold War era and in establishing a new geopolitical order after the collapse of the Soviet Union was particularly important, and the former President also played an essential part in the formation of Georgia as an independent state and largely determined its place in the international community.

The Georgian Foreign Ministry and the Embassy of Georgia to the United States convey condolences to the members of the former President's family.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge