პროფესორ რუსუდან დაუშვილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მაოდგილე შეხვდა

პროფესორ რუსუდან დაუშვილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მაოდგილე შეხვდა

08.07.2014

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მაოდგილე, ზაალ სარაჯიშვილი დღეს ქართველ მეცნიერებს, ისტორიული ემიგრაციის მკვლევარებს, პროფესორ რუსუდან დაუშვილსა და თსუ ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელს, რუსუდან კობახიძეს შეხვდა.
სტუმრებმა სახლმწიფო მინისტრის აპარატს მიმართეს თხოვნით, შეიქმნას მუდმივმოქმედი სამეცნიერო „რედკოლეგია“, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდული ენციკლოპედიური ნაშრომის „ქართველები უცხოეთში“ გამოცემას, ასევე ცნობილი ქართველი ემიგრანტების სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას და თანამედროვე დიასპორის თვალსაჩინო მოღვაწეთა ბიოგრაფიული ბაზის შექმნას.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხევით, 2012 წელს გამოცემული ენციკლოპედიური ნაშრომის - “ქართველები უცხოეთში“ - პირველმა ტომმა დაადასტურა, რომ ამგვარ გამოცემებზე დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. 
ქალბატონმა რუსუდან კობახიძემ აღნიშნა, რომ სასურველია, ამგვარი ენციკლოპედიური ნაშრომი მომზადდეს მრავალტომეულის სახით, რომელიც იქნება განახლებადი და ეპოქების მიხედვით სტრუქტურულად ჩამოყალიბებული.
პროფესორმა რუსუდან დაუშვილმა აპარატის ხელმძღვანელობას სთხოვა გაითვალიწინონ ქართული საზოგადოების სურვილი, რომ განმეორებით და გაზრდილი ტირაჟით გამოიცეს წიგნის „ქართველები უცხოეთში“ პირველი ტომი და გამოსაცემად მომზადდეს შემდეგი ტომები.

 By The Office of the State Minister of Georgia for Diaspora Issues



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge