რეცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე, ტვინის შრომისუნარიანობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და განსაკუთრებით კარგია სახსრების ტკივილის დროს. ეს ნაყენი 10 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ დილით, უზმოზე 20-30 წუთით ადრე ჭამამდე . მზადდება თაფლისა და ჟელატინის ნაერთისგან: საღამოს ½ ჭიქა ცივ ანადუღარ წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ჟელატინი და დატოვეთ დილამდე. დილით შეავსეთ ჭიქა ანადუღარი წყლით, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.
ეს კურსი 3- ჯერ ჩაიტარეთ 10 დღიანი ინტერვალით.
P.S.
შეგახსენებთ, რომ სახსარი რამდენიმე ძვლის შენაერთია; მას აქვს სახსრის თანმხლები, ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს. სახსარს ძირითად ელემენტებთან ერთად აქვს დამატებითი ანატომიური წარმონაქმნებიც - სახსრის დამატებითი ელემენტები.