ქაცვი სიქაჩლეს ქანცს აცლის...

ქაცვი სიქაჩლეს ქანცს აცლის...

10.07.2014

საქართველოში ქაცვი განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული  მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში. ქაცვის ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან იღებენ შავ, ხოლო ნაყოფებიდან – ყვითელ საღებავებს.

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი, ორგანული მჟავები , ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი.
ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, განსაკუთრებით პოპულარულია 

ქაცვის ნაყოფის და ფოთლების ნაყენის გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებად. გთავაზობთ  ნაყენის მომზადების წესს:

2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge