" გავლენის" აგენტები

" გავლენის" აგენტები

11.07.2014

რომან გოცირიძე: ამერიკული განმარტებით, ეს არის : ,,პირი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უცხოელ წარმომადგენლებთან ფარული გავლენისთვის, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ორგანიზაციებში, გავლენიან წრეებში, რათა ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის მთავრობის მიზნების განხორციელებას, ან აქვს საშუალება კონკრეტულად იმოქმედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად“. 

როგორც ვხედავთ, მეტნაკლებად კორექტული ინტერპრეტაციაა. ახლა ნახეთ როგორ განმარტავენ ამ ცნებას რუსეთის სპეცსამსახურების ტერმინოლოგიაში. ეს არის ,,გადაბირებული და სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში განსწავლული აგენტი, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავს და თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით შეუძლია მიზანმიმართულად უსიტყვო გავლენა მოახდინოს იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ცალკეული მოვლენების განვითარებაზე, მოსახლეობის ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის აქტიურ მოქმედებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიაზე, ორგანიზაციებზე, ან ხელი შეუწყოს დაზვერვისთვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.“ 
ერთიც და მეორეც ენციკლოპედიიდან მოტანილი ციტატებია. წარმოიდგინეთ რუსეთში თუ საქართველოში "მოღვაწე"თქვენთვის ნაცნობი ქართველების სახეები და შეადარეთ ზემოთ მოცემულ განმარტებას. დასკვნების გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

P.S. ფოტოზე აღბეჭდილი სტენდი ყირიმის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა უმალვე დაამონტაჟა სიმფეროპოლის აეროპორტში და რკინიგზის სადგურში.  ფოტოებზე გამოსახულები არიან ის ცნობილი რუსები, რომლებიც ყირიმის დაპყრობას და უკრაინის საკითხებში რუსათის უხეშ ჩარევას გმობენ. მათ, პუტინმა აგენტის სტატუსი მიანიჭა. მხოლოდ ბრიყვი თუ დაიჯერებს იმას, რომ ადვოკატი ნავალნი ან მუსიკოსი მაკარევიჩი აგენტები არიან. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge