მადლიერების დღეს, მასწავლებელმა ქალმა, ბავშვებს თხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას.
სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებს უღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები.
მან იცოდა, რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, როცა ჯონმა მიაწოდა თავისი ფურცელი, რომელზეც ხელის მტევანი იყო გამოსახული.
„ეს რა ხელია?“ კლასი საგონებელში ჩააგდო ამ აბსტრაქტულმა ნახატმა.
– ეს ალბათ ღვთის ხელია, რომელიც საჭმელს გვაძლევს, – თქვა ერთმა.
– არა, ეს ფერმერის ხელია, – თქვა მეორემ – იმიტომ რომ მას მოჰყავს მოსავალი.
და ასე ყველა გაიძახოდა თავის ვერსიას.
ბოლოს, როცა კლასი დაწყნარდა, მასწავლებელმა ჰკითხა ბიჭს,თუ რა იყო ეს.
– ეს თქვენი ხელია, მასწავლებელო, – თქვა ჩუმად დუგლასმა.
და მასწავლებელს გაახსენდა თუ როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხანდახან,შესვენებების დროს, ხელს ამ პატარა, მუდამ მოწყენილ ბიჭუნას და მზრუნველად მიაცილებდა მას კლასამდე. ის ასე ექცეოდა ყველას, მაგრამ დუგლასისთვის ეს აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი.
მასწავლებელი სულით ხორცამდე შესძრა მადლიერების ამ ჟესტმა. შეიძლება ეს იყო საერთო მადლიერების გამოხატვა არა იმ მატერიალური სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არამედ შესაძლებლობისთვის, გავცეთ თუნდაც მცირედი ნაწილი ჩვენი ადამიანური სითბოსი და სიყვარულისა…