ეროსი კიწმარიშვილი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ეროსი კიწმარიშვილი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

15.07.2014

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანქანაშივე ნაპოვნია იარაღი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს. 

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილს თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი.

ეროსი კიწმარიშვილი იყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, სატელეკომუნიკაციო კომპანია ჯორჯია ონლაინის (ამჟამად კავკაზუს ონლაინი) და ტელეკომპანია მაესტროს მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, გაზეთ 24 საათის გამომცემელი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი გაეროში და რუსეთში საქართველოს ელჩი. ასევე, პოლიტიკური მოძრაობა ქართული პარტიის დამფუძნებელი და პოლიტიკური მდივანი.

2014 წლის 10 მაისს ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა პარტია "ჩვენი საქართველოს" სახელით.

By  "ტაბულა"

P.S.  Palimfsesti.ge სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ბატონი ეროსის ხელში დაფრთიანდნენ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge