ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა ოქსიმორონია (გონებამახვილური სისულელე)

ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა ოქსიმორონია (გონებამახვილური სისულელე)

16.07.2014

ნიკა გვარამია: "ცხადია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა ოქსიმორონია * (oxymoron ბერძნული სიტყვაა და გონებამახვილურ სისულელეს ნიშნავს.) განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ის ჰიპერაქტიური იყო და უამრავი სამომავლო გეგმა ქონდა. უნიჭიერესი კაცი იყო და ღრმად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო"

 

P.S. რა პროცედურების გავლა დასჭირდებოდა კიწმარიშვილს იარაღის შესაძენად?

მთავარი პროკურატურის განცხადებით, რომელიც მან ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა, ცხედრის გვერდით „აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს - 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა“.

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,

1. იარაღისა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგანიარაღის შესაძენად,

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

1) განცხადება 
2) შეძენის ყუა
3) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა 
4) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი 
5) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ

6) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

7) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:

ა) იარაღის რეგისტრაციის საფასური 
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური
გ) იარაღის დროებითი მოწმობის საფასური

ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ხელახალირეგისტრაცია

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1) განცხადება
2) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა
3) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა
4) იარაღის ბალისტიკური შემოწმების დამადასტურებელი აქტი
5) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელიდოკუმენტი, კერძოდ:

ა) იარაღის რეგისტრაციის საფასური
ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური 
დ)იარაღის დროებითი მოწმობის საფასური

პროკურატურის ცნობის მიხედვით, „დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც განპირობებული იყო საწყის ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით.“

ანუ, თუ პროკურატურის თავდაპირველ, თვითმკვლელობის  ვერსიას გავყვებით, გამოდის, რომ ეროსი კიწმარიშვილი იმ იარაღის დასარეგისტრირებლად, (თუ მან სტანდარტული შეძენის წესით ისარგებლა) რომლითაც  ვერსიის შესაბამისად, თავი მოიკლა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა.

თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ მიმართვისას პირი სტანდარტულ გადასახადს იხდის. მომსახურების დასაჩქარებლად იარაღის შეძენის მსურველს შეუძლია გაზრდილი გადასახადი გადაიხადოს და ნებართვა 5 ან, 1 სამუშაო დღეში მიიღოს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა მაინც  მოუწევს.

"ლიბერალი" კიწმარიშვილის პირად ასისტენტს, თიკო ბეჟაშვილს დაუკავშირდა, მისი თქმით, იარაღის შესაძენად საჭირო საბუთების მოგროვებაზე არაფერი სმენია.

http://www.liberali.ge/ge/liberali/news/119342/

P.P.S. კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა.

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge