სანამ გამოძიება არ დასრულდება,არავის აქვს იმის უფლება, რომ წინასწარ თქვას, თუ რა იყო ეს ქმედება

სანამ გამოძიება არ დასრულდება,არავის აქვს იმის უფლება, რომ წინასწარ თქვას, თუ რა იყო ეს ქმედება

17.07.2014

ჩიორა თაქთაქიშვილი:“პირველივე დღესვე თქვეს, რომ მან თავისი იარაღით მოიკლა თავი, მაშინ, როდესაც ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული. თავიდნავე წავიდა მიმართულება აქეთკენ. რატომ გამორიცხავენ იმას, რომ ვიღაცამ მოკლა ეს ადამიანი ამ იარაღით?"
"სანამ გამოძიება არ დასრულდება, არც მინისტრს და არც არავის აქვს იმის უფლება, რომ წინასწარ თქვას, თუ რა იყო ეს ქმედება. ანუ იგი წინასწარვე აძლევს მიმართულებას გამოძიებას, რომ ეს არ იყო მკვლელობა და არ უნდა დადასტურდეს, რომ მკვლელობა იყო." http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25725/
ეს არ არის ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადება.
რომან შამათავას წინააღმდეგ ხურჩის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმის, ალექსანდე დანელიას ადვოკატის პასუხია საქმის მთავარი მოწმის უეცარი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. 
მთავარი მოწმე გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, ნასროლი ქონდა გულში, მისი იარაღიც იქ იყო.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge