რომან გოცირიძე: მარგველაშვილი ყველას კედელზე!
ტელევიზორში მოვკარი თვალი - მინისტრს, საკუთარი სავარძლის თავზე, პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პორტრეტი ეკიდა. ჯერ ერთი, ეს კომიკური უგემოვნებაა, მეორეც, თუ წარსულის ატრიბუტები მოსწონთ მაინცდამაინც, მაშინ ლოგიკურია და კონსტიტუციური, რომ სახელმწიფოს მეთაურის- პრეზიდენტის პორტრეტი ჰქონდეთ ჩამოკიდებული.
ისე, კარგი იქნება, ამ ბუტია მინისტრების და ყოყოჩა დეპუტატების ჯინაზე, გამოსცეს პრეზიდენტმა ბრძანებულება, მისი, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს პორტრეტი ჩამოჰკიდონ კაბინეტებში.
გუშინ, პარლამენტში მოულოდნელი გამოცხადებით, ბევრს დაჰკიდა პორტრეტი თავზე!
P.S. Palimfsesti.ge: მე რომ მინისტრი ვიყო, კედელს, მხოლოდ ჯოკონდას პორტრეტით დავამშვენებდი...