მიხეილ სააკაშვილი:”დღეს როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა? დღეს მთელი რუსეთი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამერიკელებმა, პუტინის თვითმფრინავი გადიოდა სადღაც 700 კილომეტრში, იმას დაუმიზნეს, შემთხვევით ააცილეს და მალაიზიურ თვითმფრინავს მოხვდა. ამაში დარწმუნებულია მთელი რუსეთი, ისევე როგორც დაარწმუნეს საზოგადოების რაღაც ნაწილი იმაში, რომ ჩვენ ხალხს ვაუპატიურებდით, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა თურმე მილიარდები სადღაც გავფლანგეთ. ძალიან მაინტერესებს სად არის ეს მილიარდები, იმიტომ რომ თვითონაც დაიჯერეს, რადგან ვანო მერაბიშვილს ეკითხებოდნენ მიშას ანგარიში მოგვეციო. დაიჯერეს, რომ მართლა ბავშვებს ვჭამდით. შეიძლება რაღაცაზე გაგვაკრიტიკონ, მაგრამ საამაყოც ძალიან ბევრია. ასეთი პროპაგანდა მიდის, ამის ფონზე მიდის ვითომ ხალხის სახელით პროცესები".