მოჩქარეს მოუგვიანდესო

მოჩქარეს მოუგვიანდესო

21.07.2014

ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და დევიდ ქემერონის სატელეფონო მოლაპარაკების დეტალებს "დოიჩე ველე"ავრცელებს.სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პრორუს მებრძოლებზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა საერთაშორისო ექსპრეტებმა მალაიზიური ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობა შეძლონ. “თუ რუსეთი დაუყონებლივ არ მიიღებს აუცილებელ ზომებს, ევროკავშირი მსგავსი ქმედებების შედეგების შესახებ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღებს, რომელიც 22 ივლისს უნდა გაიმართოს”, - აღნიშნულია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

P.S. Palimfsesti.ge: 22 ივლისამდე კატასტროფის  ადგილზე  რუსეთი თავის ნაკვალევს წაშლის... იოტისოდენა  მაკომპრომატირებელსაც  არ დატოვებს  და აზრი აქვს კი, ასეთი დაგვიანებით იქ შესვლას?!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge