შეერთებული შტატების საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილისადმი ბრალის წარდგენას ეხმაურება.
"შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო.
კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად.
ჩვენ ამ და სხვა დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვის მნიშვნელობას." - ნათქვამია განცხადებაში.
tabula.ge
The United States is concerned by the filing of criminal charges against former Georgian President Mikheil Saakashvili. Commitment to the rule of law means both that everyone must comply with the law in a democratic society and that the legal system should not be used as a tool of political retribution. We are monitoring this and related cases closely, and continue to stress to Georgian officials the importance of rigorous adherence to due process and the rule of law.