რუსეთი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას აჩერებს

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას აჩერებს

31.07.2014

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმადაც, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უნდა შეჩერდეს. პროექტში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია რუსეთის ხელისუფლების შესაბამისი პროფილის სტრუქტურებთან. 

აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად შეთანხმების ბევრი პუნქტი, მათ შორის პუნქტი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ, 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. 

რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მხარეებმა 1994 წლის 3 თებერვალს მოაწერეს. 

„ლიბერალი“



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge