აღმოჩნდა, რომ ლუდი ქალის ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლოა. კემბრიჯის უნიევრსიტეტის მკვლევარები ძვლოვანი სისტემის გასამაგრებლად, ახალგაზრდა ქალებს ყოველდღიურად 250 მილილიტრის, ხოლო მენოპაუზიანებს 500 მილილიტრის მიღებას ურჩევენ.
ასაკთან ერთად ძვლები კარაგვენ ნივთიერებებს და მათ გასაძლიერებლად საჭიროა სილიკონი, რომელსაც ლუდი, კერძოდ კი ალაო (ხელოვნურად გაღივებული, ფერმენტების შემცველი მარცვლეული (ხორბალი, ქერი და სხვ.). იყენებენ სპირტის, ლუდის და ბურახის წარმოებაში), შეიცავს. სილიკონი ძვლის ფორმირებასა და ზრდას უწყობს ხელს. ის ბოსტნეულშიც გვხვდება, პარკოსნებშიც და ხილშიც, მაგრამ ლუდიდან მიღებული სილიკონი უმაღლესი ხარისხისაა, სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ძვალს ამკვრივებს.