ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სიგუამ, მასსა და ეკონომიკის მინისტრს შორის გარკვეულ საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების გამო გამოწვეულ დისონასზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგი, ღვთისმოსავი და სუფთა ადამიანია, თუმცა, რა თქმა უნდა, მის შეხედულებებსა და ჩემს შეხედულებებს შორის არსებობს განსხვავება. ბატონი გიორგი კვირიკაშვილი კიარა, მე მეუღლე მყავდა, ორი შვილი მყავს და ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და არ ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. თუ ხელმძღვანელსა და ხელქვეითს შორის არის რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები, ბუნებრივია ეს ბადებს დისონანსს".
P.S. სიგუამ ასევე აღნიშნა, რომ თუ მას, არჩევანის გაკეთება მოუწევს "კაზანტიპის" ფესტივალსა და თანამდებობას შორის, ის "კაზანტიპს" აირჩევს
P.P.S. რომან გოცირიძე: ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის განთავისუფლება უწყინარი ხუმრობის გამო ( თუმცა ალბათ ეს არ იყო მთავარი, უფრო კაზანტიპს შეეწირა), იმის მაჩვენებელია, რომ მომძლავრებულმა ფარისევლურმა ფსევდორელიგიურმა მორალიზმმა მთავრობაშიც გაიდგა ფეხი. პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ბერი გაბრიელის ნეშტთან საშვებიანი მინისტრები გამოცხადდნენ.
ეს ახალგაზრდა რომ დანიშნეს ამ პოსტზე შეცდომა იყო, მისი ახლა განთავისუფლება-კიდევ უფრო დიდი შეცდომა.