2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
მობილობის ადმინისტრირების ვადები
მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!
მობილობის მსურველი სტუდენტი პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს და გააკეთოს ელექტრონული განაცხადი პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30 საათამდე.
სტუდენტის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ მობილობის საფასურის, 40 ლარის, გადახდის შემთხვევაში.
თანხის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 21 აგვისტოს 18:30 საათისა, სს საქართველოს ბანკის ფილიალებში ან ონლაინ რეჟიმში.
მობილობის შედეგები მობილობის პორტალზე გამოცხადდება 25 აგვისტოს.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა 25-26 აგვისტოს უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლესს და დაადგინოს დოკუმენტების წარდგენის ვადა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა - 2014 წლის 15 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით;
2. სტუდენტის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა - 2014 წლის პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30 საათამდე;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - 2014 წლის 26 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით;
4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ დასკვნების გაცემა და სტუდენტთა მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბრძანების გამოცემის ვადაა - 1 ოქტომბრამდე. მნიშვნელოვანია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე აცნობოს სტუდენტს მისთვის აღიარებული კრედიტების ოდენობის თაობაზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების რეესტრში ასახვის ვადაა - არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა;
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა;
7. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, საიდანაც გადავიდა სტუდენტი, ცენტრში სტატუსის შეწყვეტის ბრძანების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია არაუგვიანეს 7 ოქტომბრამდე.
http://eqe.ge/geo/mobility/mobility_date