ამერიკული დიპლომები საქართველოში

ამერიკული დიპლომები საქართველოში

01.08.2014

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020" პროექტის ფარგლებში ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწყიფო უნივერსიტეტი) შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. 

შესაბამის მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მოეწერა ხელი. 
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს 2014-2015 სასწავლო წლიდან განახორციელებს.

პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარია და იგი საქართველოში მომავალი 20 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge