საით მიჰყავთ საქართველო?!

საით მიჰყავთ საქართველო?!

02.08.2014

თემური იაკობაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებით (სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ) საბოლოოდ დასრულდა საქართველოს პროდასავლური კურსი! ყველა ჩვენი მეგობარი დასავლეთში, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა წინა ხელისუფლების მიმართ, არაერთხელ ღიად და ფარულად მოუწოდებდა "ოცნების" ხელისუფლებას არ გადაედგათ ეს ნაბიჯი, რადგან შეიქმნებოდა პრეცედენტი, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება შეიძლება დევნით დასრულდეს. ხშირად ამას "წითელ ხაზათაც" მოიხსენიებდნენ. დღევანდელმა მთავრობამ (მოტივაციას არ აქვს მნიშვნელობა) მიზანმიმართულად და საჯაროდ გადააბიჯა ამ "წითელ ხაზებს", რითაც შევიდა დასავლელ პარტნიორებთან ღია კონფრონტაციაში. ამის პარალელურად იგი ოფიციალურად თავს არიდებს ოკუპანტ რუსეთთთან ნებისმიერ უხერხულ თემაზე კამათსაც კი. უფრო მეტიც: სომხურ ეკლესიაში ჩხუბი, თურქი გულშემატკივრების შეურაწყოფა და აზერბაიჯანში უმსგავსო საქციელები საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს დროში. ანუ დასავლეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობები ხელოვნურად იძაბება, ხოლო უკრაინასთან მიმართებაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედიც წყდება, "ჩემი ფაცხა განზეა" პოლიტიკა ხორციელდება! მკითხველმა თავად გადაწყვიტოს საით მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო.

P.S.  ოცნების კოალიციის ე.წ. "პროდასავლური" გუნდის წარმომადგენლები დიდი მონდომებით რომ ურეკავენ ამერიკის ოფიციალურ პირებს და ეფიცებიან, რომ სააკაშვილის დევნაში მათ ბრალი არ მიუძღვით, რატომ არ მიმართავენ საკუთარ ხალხს იგივე ახსნა-განმარტებებით?



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge