რომან გოცირიძე: ბიუჯეტი შარშანდელ გზას დაადგა! ბიუჯეტით 7 თვის განმავლობაში დაიხარჯა 4,685 მილიარდი ლარი. დარჩენილ 5 თვეში უნდა დაიხარჯის თითქმის იმდენი, 4,395 მილიარდი ლარი. სულ მცირე, ეს მაკროეკონომიკური ჩავარდნაა: ისევ ნოემბერ-დეკემბრის თვეში ფულის გამოყრა, შესაბამისი მონეტარული პრობლემებითურთ. სად დეკემბერში მიღებული ფული და რეალურად ზამთრის მომდევნო თვეებში ინფრასტრუქტურული პროექტების "განხორციელება" და სად ზაფხულის ცხელ თვეებში ამ საქმის ხარისხიანად კეთება. ან, უბრალოდ მეორე სცენარი განვითარდება-ამ პროექტების განხორციელება მომავალი წლისთვის გადაიდება.