თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პარტიული ნიშნით 55% ინიშნებოდა, „ოცნების“ რეალობაში ამ რიცხვმა 90%-ს მიაღწია

თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პარტიული ნიშნით 55% ინიშნებოდა, „ოცნების“ რეალობაში ამ რიცხვმა 90%-ს მიაღწია

03.08.2014

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ზუგდიდის მერს თანამდებობებზე საჯარო მოხელეთა პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით დანიშვნაში ადანაშაულებს. წითლიძის მტკიცებით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად ნეპოტიზმი სწორედ ზუგდიდის მერიაში შეინიშნება.

„ნათესაური და პარტიული სიით განსაკუთრებით დანიშვნები ზუგდიდის მერიაში ჭარბობს. მერიაში ინიშნება ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას სანათესაო, სამეგობრო, ცოლის სადაქალო და პარტიული აქტივი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულთა 55 პროცენტი იყო პარტიული ნიშნით დანიშნული, ამჟამად ეს ციფრი „ოცნების“ რეალობაში არის 90%“, - აცხადებს ანა წითლიძე, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და დასძენს, რომ ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით დანიშვნები ზუგდიდის საკრებულოშიც შეინიშნება.

http://www.livepress.ge/ka/site/politics/9756/



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge