უმრავლესობის წევრი ნათელაშვილის დედას 56წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უწუნებს

უმრავლესობის წევრი ნათელაშვილის დედას 56წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უწუნებს

04.08.2014

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად კვაჭანტირაძი განცხადებით, "შალვა ნათელაშვილი საზოგადოების ხორცმეტია და მიშას წინააღმდეგ სიტყვას ვერ ბედავს". 


"პრემიერ მინისტრად რომ დაპატიჟე ბიძინა ივანიშვილი და სასაცილოდ არ ეყო არავის, მაშინ ბიძინას ფულებზე არ ოცნებობდი? გათახსირებული კაცი ხარ შენ შალკა!!!. მიშას რეალური შნირი ხარ მინიმუმ 15 წელია უკვე... საზოგადოების ხორცმეტი ხარ და სიტყვას ვერ ბედავ მიშას წინააღგმდეგ. შენ იყავი და რჩები ნაცების რეალურად დასმულ "შეურიგებელ ოპოზიციად". ყოველთვის კარგად გრძნობდი თავს და დღესაც ფუფუნებაში ცხოვრობ. არამზადა და ნაძირალა ხარ, არასდროს გამილანძღიხარ ხმამაღლა, მაგრამ დღეს პირველად და საბოლოოდ ვიტყვი - შენზეა ნათქვამი, რომ შენს გაჩენას ჯობდა აბორტი გაეკეთებინა დედაშენს. ბოდიში ჩემს მეგობრებს, თავი ვერ შევიკავე..ახლა კი მეცინება ამ ჯოკერის ბოდვებზე" - მიმართავს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ზვიად კვაჭანტირაძე.

accent.com

P.S. Palimfsesti. ge -საც მიაჩნია, რომ ბევრი ვინმე, ნამდვილად არ იყო გასაჩენი! ნათელაშვილი კი - მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში და ის აუცილებლად უნდა გაეჩინა დედამისს...

P.P.S. შალვა ნათელაშვილი ზვიად კვაჭანტირაძეს პასუხობს:
"ეს არსება რომ არ მოვლენილიყო ჩვენ ვერ გავიგებდით რა ცუდია უზრდელი უთავმოყვარეო და მლიქვნელი დეპუტატი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ დედამისმა ფეხმძიმობა არ შეიწყვიტა და ასეთი თავმსუბუქი შვა სამაგალითოდ. ორმაგად სამწუხაროა ის, რომ თურმე ეს ბატონი პარლანეტის საგარეო-პოლიტიკური კომიტეტის შეფია, იმედია საქართველოში აკრედიტირებული უცხოეთის დიპლომატიური კორპუსი კიდევ ერთხელ დარწმუნდება თუ რა პირობებში გვიწევს რეჟიმთან ბრძოლა"- აცხადებს ნათელაშვილი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge