თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო

თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო

04.08.2014

ყურების გამოწმენდა ზოგიერთი ჩვენგანისთვის, ყოველდღიური ჩვევაა. ყურის სპეციალური ბამბიანი ჩხირები კი აბაზანის კარადის აუცილებელი აქსესუარია, რომელიც დაგროვილ გოგირდს გვაცლის.რა იცით ყურის ჩხირების შესახებ? რამდენად კარგი და უვნებელია მისი მოხმარება ჯანმრთელობისათვის?მოდით გავიგოთ უფრო მეტი ყურის ფუნქციონირების შესახებ:გოგირდის ფუნქცია ყურში, სისუფთავის დაცვასა და სინოტივეს უზრუნველყოფს, წებოვანი ფუნქციიდან გამომდინარე, ის იკრავს ნაგავს, მიკრობებს და კანის ანაქერცლს, რომელიც, ბუნებრივ პირობებში მუდამ წარმოიქმნება. გოგირდი, გამუდმებით გამოიყოფა და მიკროსკოპული თმების მოძრაობით გარეთ მოედინება.როდესაც ვიყენებთ ბამბას, გოგირდს შიგნით „ვტენით“ და ბაქტერიებს ვკეტავთ, რამაც ყურში სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება წარმომქმნას. თუკი ეს დიდი დოზით ხდება, შეიძლება სმენის პრობლემებიც კი შექმნას.ყელყურის ექმები, ირწმუნებიან, რომ ყურის ბამბის გამოყენება, წარმოადგენს ყურში ანთების გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, ვინაიდან, ხშირი გამოყენებისას ყურის აპარატის შიდა კანზე წარმოიქმნება ნაკაწრები, რომელშიც ინფექცია მარტივად შეიჭრება.ყურის ბამბა, ასევე ხელს უშლის ყურის ბუნებრივი გაწმენდის მექანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებას, რომ ყურის მკვდარი გარსები გარეთ გამოიტანოს. ყურის ბამბა კი პირიქით, შიგნით ტენის.ვიზუალური მხარისათვის ყელყურის ექიმები გვირჩევენ, გამოვიყენოთ დიდ თავიანი ყურის ბამბები, ვინაიდან, ისინი მილში ღრმად ვერ შედიან და მხოლოდ ზედაპირულად წმენდენ.

http://www.feme.ge

ხშირად გაგვიგონია, რომ  ყურების ხშირი და საფუძვლიანი წმენდა სასარგებლოა. ეს არ არის მართალი. ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც მშვენივრად იწმინდება. სასმენი მილების თვითგაწმენდის პროცესი ხორციელდება გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობით, მაგალითად, ღეჭვის, ლაპარაკის ან ხველის დროს. ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს შიგნითა მხრიდან, მაგრამ სასმენ მილში შეძრომა სულაც არაა საჭირო.
მცირე ანატომიური ექსკურსი 
გარეთა სასმენი მილი ორი ნაწილისგან შედგება - ხრტილოვანისა (გამოსასვლელის ახლოს) და ძვლოვანისგან (მდებარეობს უფრო ღრმად). ხრტილოვანი ნაწილის კანი თავისთავად იწმინდება მრავალგვარი ცხიმოვანი და ცვილის ანუ გოგირდის ჯირკვლების, ასევე თმების დახმარებით. გარეთა სასმენი მილის კანის თვითგაწმენდა ხორციელდება კანის ზედაპირული უჯრედების ზრდის ხარჯზე. გოგირდი გამომუშავდება მხოლოდ ხრტილოვან ნაწილში. ის სასმენი მილის კანს დაზიანებისა და ანთებისაგან იცავს. ამრიგად, გოგირდი ჭუჭყი არ არის, ამიტომ არც მისი მოცილებაა საჭირო. ხრტილოვანი ნაწილიდან ძვლოვანში გადასასვლელი (ყელი) ვიწროა, როცა ადამიანი ყურს დამოუკიდებლად იწმენდს,  გოგირდოვანი მასა ამ ყელში იჭედება და წარმოქმნის გოგირდოვან საცობს. ყურის ღრმა გაწმენდა დამოუკიდებლად საშიშია: არ არის გამორიცხული სასმენი მილისა და დაფის აპკის დაზიანება, რამაც შესაძლოა სმენის დაქვეითება და საშინელი თავბრუხვევა გამოიწვიოს. ყურის წმენდისას გოგირდის ჯირკვლები ღიზიანდება და გოგირდის გამომუშავებამ შესაძლოა მოიმატოს ან მოიკლოს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საერთოდ აღარ წარმოიქმნას. სარგებელი ნებისმიერ შემთხვევაში ცოტაა - ჭარბწარმოქმნისას ვითარდება საცობები, უქონლობისას კი ქავილი და სიმშრალის შეგრძნება სასმენ მილში.
ეს საინტერესოა
ყურების შუილს და ზარის ხმას იწვევს ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობები,  უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები, ხმაური ყურებში - არა მარტო ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებათა სიმპტომია, არამედ ბევრი სხვა რამეც იწვევს, მაგალითად, თავის ტრავმა, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, კისრის მალების ოსტეოქონდროზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა.

ყურში წყლის ყურყურის შეგრძნების მიზეზია სითხის არსებობა დაფის ღრუში, რაც შესაძლოა ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთების, ტრავმის, ბანაობის შემდეგ ყურში დარჩენილი წყლის ბრალი იყოს.ყურების დაგუბებას შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება, ყურის ტრავმა, სასმენ მილში უცხო სხეულის არსებობა, ცხვირის ღრუში ადენოიდების გაღიზიანება იწვევს.

ქავილის მიზეზია გარეთა ყურის ანთება, ყურების ხშირი წმენდით გამოწვეული სასმენი მილის ეგზემა, სოკოთი გამოწვეული სასმენი მილის ანთება, გოგირდის უქონლობა, ალერგია.

როცა ყური გვტკივა 

ყურის ტკივილი ძლიერდება ღამით. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ის, დაგვემოწმება, რომ კბილის ტკივილი მასთან შედარებით არაფერია. როგორ მოვიქცეთ, თუ ყური გვტკივა, ექიმთან დაკავშირება ან აფთიაქში წასვლა კი შეუძლებელია?

ჩაიწვეთეთ ცხვირში სუნთქვის გასაუმჯობესებელი წვეთები: ნაზივინი, სანორინი და სხვა. ეს აუცილებელია შეშუპების მოსახსნელად და ვიწრო სასმენი მილის გასაფართოებლად, რათა მოხდეს დაფის ღრუდან შიგთავსის თავისუფალი გადინება. გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში ჩაიწვეთოთ იმ ნესტოში, რომელიც ქვევითაა და იწექით 7-10 წუთო. შემდეგ გადაბრუნდით და ჩაიწვეთეთ მეორე ნესტოში.

თუ ყურიდან გამონადენი არ გაქვთ, მაშინ სასმენ მილში ჩაიწვეთეთ 5 წვეთი (ბავშვებს - 2-3 წვეთი) არაყი ან 3-ჯერ განზავებული 96 გრადუსიანი სპირტი.

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი სიცხის დამწევი საშუალება, თუნდაც ტემპერატურა მაღალი არ გქონდეთ (ნუროფენი, კოლდრექსი, პარაცეტამოლი, ასპირინი და სხვა).

თუ ზუსტი დიაგნოზი არ იცით, კომპრესის გაკეთებას არ გირჩევთ.

ბამბის ჩხირები გოგირდის საცობების ერთ-ერთი მიზეზია 
გოგირდის საცობები არის გოგირდის ჯირკველების სეკრეტის, კანის უჯრედებისა და მტვრის გროვა. მის გაჩენას რამდენიმე მიზეზი აქვს:
გოგირდის დაპრესვა ბამბის ჩხირებით, ასანთითა და თმის სარჭით ყურების რეგულარული წმენდის გამო;

ორგანიზმის ბუნებრივი განწყობა გოგირდის ჭარბწარმოქმნისკენ;

სასმენი მილის ვიწრო გამოსავალი;

ყურის ანთება, სასმენ მილში უცხო სხეულის, მტვრის ნაწილაკების არსებობა;

ნივთიერებათა ცვლის მოშლა (სისხ­ლში ქოლესტერინის დონის მატება).

საცობია საეჭვო, თუ შეამჩნიეთ:

ყურების დაგუბება;

საკუთარი ხმის რეზონანსის შეგრძნება;

ყურების შუილი.

გოგირდოვანი საცობის გამოღება მხოლოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს შეუძლია, ამ პროცედურის შემდეგ კი პროფილაქტიკის მიზნით დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, თვეში 2-3-ჯერ კარგია მარტივი პროცედურის ჩატარება: დაწექით გვერდზე და ჩაიწვეთეთ ყურში 5 წვეთი წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი ან ვაზელინის ზეთი. იწექით 15-20 წუთი. ამის შემდეგ გაიწმინდეთ ყური სტერილური ბამბით წრიული მოძრაობით სასმენი მილის შესავლის გარედან. არასტერილური ბამბის წკირები ყურისთვის არ გამოიყენოთ, ასევე არ შეიძლება ასანთზე დახვეული ბამბის გამოყენება - ამ დროს ყურის სტრუქტურის დაზიანების ალბათობა უფრო დიდია.

http://www.mkurnali.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge