ამ სიტუაციაში თუ ვინმე უნდა გაბრაზდეს, ეს ჩურკინია...

ამ სიტუაციაში თუ ვინმე უნდა გაბრაზდეს, ეს ჩურკინია...

05.08.2014

"ელჩები, მართალია, არიან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ გამტარი ინფორმაციის, არა მხოლოდ ქვეყნიდან გარეთ, არამედ მათ შორის, როდესაც დასავლეთში ან პარტნიორ ქვეყნებში არის კრიტიკა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ ეს კრიტიკაც უნდა ჩამოიტანონ, მოასმენინონ საკუთარ ხელმძღვანელობას აქ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა რუსეთის ელჩი გაეროში ჩურკინი, ანუ მათი ქმედებები უნდა იყოს დამაჯერებელი და ისინი არ უნდა იყვნენ გამამართლებლები ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯის, მათ შორის, გაუაზრებელი ნაბიჯების და არასწორი პოლიტიკის", - თქვა ჯაფარიძემ.

. მია ფანჯიკიძე ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას გამოეხმაურა.
“საგარეო პოლიტიკა არ ექვემდებარება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის აბსოლუტურად აპოლიტიკური. ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დღევანდელ შეხვედრაზე მოვიწვიეთ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მის ნაცვლად შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ისეთივე პატივისცემით მივიღეთ, როგორც სხვა პანელისტები. მასაც მივეცით გამოსვლის საშუალება, რომელიც საკმაოდ არაკორექტული იყო. არასწორი ინფორმაციებით და არასწორი ბრალდებებით, მაგალითად, უკრაინასთან და რეფორმებთან მიმართებაში. ამის შესახებ იქ მას პასუხები გაეცა, მაგრამ პანელის მიმდინარეობისას მოგვივიდა ცნობა, რომ მანამდე გააკეთა განცხადება და უბრალოდ რომ ვთვათ, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და თქვა, რომ საქართველოს ელჩები არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც რუსეთის ელჩი გაერო-ში ჩურკინი. ეს რომ ჩვენ მანამდე გვცოდნოდა, შესაბამისი რეაქცია გვექნებოდა. მას შემდეგ, რაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის სესიის წამყვანმა დავით ზალკალიანმა მიუთითა იმაზე, რომ არ შეიძლება ასეთი განწყობით მოდიოდეს პარლამენტის წევრი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. ზურა ჯაფარიძემ თავის განცხადება უარყო და ინტერპრეტაცია მედიას დააბრალა”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მოგვიიანებით მედიასთან განმარტება გააკეთა ზურაბ ჯაფარიძემაც.

“მაია ფანჯიკიძემ განმარტება გააკეთა ისეთი, რომ თითქოს მე შევადარე ელჩები ჩურკინს. მე ეს არ გამიკეთებია, მე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს ელჩებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათი განცხადებები და ქცევები არ დაემსგავსოს ვიტალი ჩურკინის ქცევებს და განცხადებებს. ეს განცხადებაც დარბაზში გავუმეორე ყველა ელჩს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge