პრინცესა და პრინცები პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა ხსოვნის მდელოზე

პრინცესა და პრინცები პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა ხსოვნის მდელოზე

06.08.2014

Each ceramic poppy represents a British soldier who fell during WWI

.Prince William, Kate Middleton, and his brother, Harry seen visiting the Tower of London's 'Blood Swept Lands and Seas of Red' poppy installation, set up to commemorate the 100th anniversary of the outbreak of World War I on August 5th.

 

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში – ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები – ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში
XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც უბიძგა მათი ამბიციების ზრდას.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოვება.

ომის გამოცხადება

ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.

გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.

ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge