საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ზოგიერთ ნაწილში საკამათოა

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ზოგიერთ ნაწილში საკამათოა

09.08.2014

რომან გოცირიძე:  კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, ზოგიერთ ნაწილში არის საკამათი ( გამოიწვევს გადასახადების დამალვას), ზოგიერთში კი საეჭვო. კერძოდ, უნდა მოხდეს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა ( ფაქტობრივად, შერჩევითი ამნისტია) გარკვეული კატეგორიის ფირმებისათვის. ზოგიერთ საწარმოს ეპატიება 2005 წლამდე წარმოქმნილი დავალიანება, ზოგიერთს- 2009 წლამდე არსებული ჯარიმა.
ერთხელ მიხეილ ჯიბუტმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა: "ყოველი შეღავათის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები იმზირებიანო"!
ვნახოთ, ვისი პორტრეტები გამოჩნდება საპარლამენტო განხილვებისას!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge